მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მონიტორინგი გაგრძელდება - ომბუდსმენის აპარატი

02.04.23 17:18
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მონიტორინგი გაგრძელდება - ომბუდსმენის აპარატი

სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრები მონიტორინგს კვლავ გააგრძელებენ. ამის შესახებ მედიას ომბუდსმენის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსმა,  გვანცა ჩხაიძემ განუცხადა. 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ კონსილიუმის ექიმები დასკვნას პოზიციის შეჯემებისთანავე გაასაჯაროებენ.

როგორც წარსულში იყო, იგივე პრაქტიკა გვექნება. ექიმები შეაჯერებენ სხვა კოლეგებთან ერთად პოზიციებს და ამის შემდეგ იქნება მათი დასკვნა. ეს სრულად ექიმებზეა დამოკიდებული. ამ პროცესში სახალხო დამცველის აპარატი არ ერთვება. როგორც კი შეჯერდება პოზიციებზე კონსილიუმი 8 ადამიანის შემადგენლობით, ცნობილი იქნება.