ეს პოლიტიკური დაკავებაა - მამუკა ახვლედიანი ლაზარე გრიგორიადისზე
"ეს პოლიტიკური დაკავებაა"- საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი შვილების თაობის წარმომადგენლის ციხეში გაშვებას "ტვ პირველთან" აფასებს.
მისი თქმით, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისისს ქმედება ჯერ დადასტურებული არ არის, შესაბამისად მისთვის პატიმრობის შეფარდების აუცილებლობა არ არსებობდა.
იქ სხვა მოვლენებზეა საუბარი, შეფასება არ ხდება, ნამდვილად ჩაიდინა თუ არა ამ ადამიანმა დანაშაული. ეს არის მხოლოდ ვარაუდი და როცა საზოგადოება და საკითხი რის გამოც ეს ხალხი იდგა ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე მისი დაკავება ნიშნავს, რომ ეს არ არის სამართლებრივი დაკავება და არის პოლიტიკური"- ამბობს საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე
ახვლედიანი აღნიშნავს, რომ მოსამართლეს უნდა გაეთვალისწინებინა ის კონტექსტი, რაც არის ქვეყანაში და რისთვის იბრძოდნენ ეს ახალგაზრდები მარტის აქციებისას.
იურისტის განცხადებით, სასამართლო მსჯელობს ძალიან ძველი სტანდარტებით, ამიტომ მამუკა ახვლედიანი არ გამორიცხავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის სარჩელი წარმოებაში საერთოდ არ მიიღოს.
მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს ის კონტექსტი, ის გარემოება, რაც არის ქვეყანაში და რისთვის იბრძოდნენ ეს ახალგაზრდები. თუმცა სამწუხაროდ, სასამართლო მსჯელობს ძალიან ძველი სტანდარტებით, ისინი 15-20 წელიწადია აზროვნებით წინ არ წასულან. ამიტომ (სააპელაციო) ალბათ გაითვალისწინებს იმ ძველ სტანდარტებს და ან დასაშვებად არ სცნობს ან ძალაში დატოვებს (საქალაქო სასამართლოს) გადაწყვეტილებას.
ეს ქმედება დადასტურებული არ არის და საჭიროება იმის, რომ ეს ადამიანი იყოს პატიმრობაში. პოლიციელების ჩვენებით ადამიანის დაკავება წარმოუდგენელია. ეს კანონითაც კი აკრძალულია.
ჩემს თვალწინ ხდებოდა ადამიანების ცემა უკანონო დაკავება და თუ რამე სახიფათოა სახელმწიფოებრივად, არის ამ პოლიციელების ქმედებები.