მოსალოდნელია, უეცარი სიკვდილი, მისაღებია პოლიტიკური გადაწყვეტილება! - კონსილიუმი სააკაშვილზე

02.04.23 21:04
მოსალოდნელია, უეცარი სიკვდილი, მისაღებია პოლიტიკური გადაწყვეტილება! - კონსილიუმი სააკაშვილზე

მისაღებია პოლიტიკური გადაწყვეტილება! - მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ სამკურნალოდ უცხოეთში უნდა გაუშვან"-  სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა დღეს პირველად თქვეს, რომ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად სერიოზლი სამედიცინო ჩარევაა საჭირო.

"აზრი აღარ აქვს ერთი კლინიკიდან, მეორეში გადაყვანას ან უცხოელი ექიმის ჩამოყვანას, სააკაშვილს კომპლექსური და გადაუდებელი მკურნალობ ესაჭიროება"- თქვეს "ვივა-მედიდან" გამოსულმა მედიკოსებმა. 

მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ფეხზე წამოდგომაც კი სარისკოა. 

"მოსალოდნელია, ფილტვების ინფარქტი და უეცარი სიკვდილი"- აღნიშნავენ ცნობილი ქართველი მედიკოსები და ამბობენ, რომ კახექსიური პროცესები დამძიმებულია. 

კიდევ რა თქვეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და რა ვადები აქვს ხელისუფლებას პოლიტიკური პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის, ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის სიუჯეტში.