პროტესტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში - ჯანდაცვის მისნისტრის მოადგილეები მედიკოსებს ხვდებიან

03.04.23 11:21
პროტესტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში - ჯანდაცვის მისნისტრის მოადგილეები მედიკოსებს ხვდებიან

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრმა მოადგილეები გააგზავნა. თამარ გაბუნია და ილია ღუდუშაური ექიმებს ხვდებიან.  მოლაპააკებებს ესწრება კლინიკის მოქმედი დირექტორი ზაზა ავალიანიც. რა კონკრეტული წინადადებებით მივიდნენ ამბოხებულ მედიკოსებთან ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები ჯერჯერობით უცნობია, რადგან შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ. 

შეხვედრის დაწყებამდე "პირველებმა" ზაზა ავალიან ჰკითხა, აპირებს თუ არა ის ტანამდებობის დატოვებას, თუმცა კლინიკის დირექტორმა შეკითხვას არ უპასუხა. 

მედიკოსები კი ამბობენ, რომ საკუთარ მოთხოვნებში ისევ კატეგორიულები არიან და დათმობაზე წასვლას არ აპირებენ. 

 ვაპირებთ, ისევ დავიცვათ ჩვენი პოზიციები, ვიყოთ კატეორიულები ჩვენს მტავარ მოთხოვნასთან დაკავშირებით, ეს არის კლინიკის უწყვეტი მუშაობის რეჟიმი. შემდეგი მოთოხვნა, რაც ხელს უშლიდა და უშლის ამას, არის ბატონი ზაზა ავალიანის გადაყენება. ეს ორი მოთხოვნა უნდა იყოს აუცილებლად განხილული,  - ამბობს ზოგადი ქირურგი გივი პისარევი. 

იმ შემთხვევაში თუ "ოცნება" ყველაზე დიდი კლინიკის დემონტაჟს არ გადაიფიქრებს, ექიმები მასშტაბური საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.