ჩვენი და ომბუდსმენის კონსილიუმის შეფასებები თანხვედრაშია "ვივა-მედის" კლინიკური დირექტორი
ჩვენი და ომბუდსმენის კონსილიუმის შეფასებები თანხვედრაშია - ამის შესახებ "ვივა-მედის" კლინიკური დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა:
რაც მე მოვისმინე, პრინციპში თანხვედრაშია, იმავე მოსაზრებებთან, რასაც ჩვენ აქამდე ვაცხადებდით. რა თქმა უნდა პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. ჩვენს მიერ შეთავაზებული სამკურნალო საშუალება, რასაც, კონსილიუმის წევრები გაეცნენ, და ჩვენ სრული თანხმობა გვაქვს ამ დანიშნულებასთან და რეკომენდაციებთან დაკავშირებით. ეს რეკომენდაციები პაციენტის მხრიდან ნაწილობრივ სრულდება და შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად არ სრულდება, რჩება მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა"- აცხადებს ჩხაიძე.
რაც შეეხება კითხვას, მოსალოდნელია თუ არა უეცარი სიკვდილი, რაზეც კონსილიუმის ექიმებმა გუშინ ისაუბრეს, "ვივა-მედის" კლინიკური დირექტორი ამბობს, რომ ეს არის წმინდა თეორიული მსჯელობა.
"ნებისმიერი პაციენტი, ნებისმიერი დაავადებით, ამგვარი გართულებისგან დაზღვეული არ არის" - ამბობს ჩხაიძე.