კადრებში ვერ ვნახე, რომ მოლოტოვის კოკტეილს ისვრის, დასაჯეს გარეგნობის გამო - ლაზარეს ბაბუა

03.04.23 11:47
კადრებში ვერ ვნახე, რომ მოლოტოვის კოკტეილს ისვრის, დასაჯეს გარეგნობის გამო -  ლაზარეს ბაბუა

ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა დარწმუნებულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში, სადაც მოლოტოვის სროლაა ასახული, 21 წლის ბიჭი საერთოდ არ ჩანს. 

გია კალანდაძე ამბობს, რომ ლაზარე გრიგორიადისი მისი გარეგნობის გამო შეარჩიეს და სამაგალითოდ დასაჯეს. 

არ მაქვს მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო, საქალაქოს გამოტანილ გადაწყვეტილებას შეცვლის და გირაოთი გამოუშვებენ. კადრებში ვერ ვნახე, რომ ლაზარე მოლოტოვის კოკტეილს ისვრის. იქ ყველა მოძრაობდა და ლაზარეც მოძრაობს. 

ახალგაზრდებს ერთმანეთს აზიზღებენ. იმას რახან საყურე უკეთია, ის სხვა არის და გავრიყოთ და ყველაფრის გაკეთება შეიძლება" - აცხადებს კალანდაძე.