კახეთში ტონობით ხორბალი ფუჭდება - გლეხები დახმარებას ითხოვენ

03.04.23 12:29
კახეთში ტონობით ხორბალი ფუჭდება - გლეხები დახმარებას ითხოვენ

კახეთში ტონობით ხორბალი ფუჭდება. კახელი გლეხები ვიდეომიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ისინი ამბობენ, რომ ხორბალზე მოთხოვნა აღარ არის, რადგან რუსეთიდან მარცვალი უფრო დაბალ შემოდის.

„55 თეთრზე მეტს აღარ იხდიან ფქვილის კომბინატები იმის გამო, რომ რუსეთიდან შემოდის ბევრი ფქვილი და ხორბალი“ - ამბობს ფერმერი.“

გლეხების თქმით, სახელმწიფო ფერმერებს იმდენად დაბალ ფასს უწესებს, რომ ეს ხარჯებსაც ვერ ფარავს. ფერმერები მოითხოვენ სახელმწიფომ მათ შესაბამისი სახის სუბსიდირება გაუწიოს, ისევე როგორც ეს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში ხდება.

„ვთხოვთ სახელმწიფოს, რომ გაგვიწიოს სუბსიდირება დაგვეხმაროს ფერმერებს. ისევე, როგორც ეს ხდება ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში მაგალითად რუმინეთში, ბულგარეთში, თორემ სამომავლოდ ჩვენ ეს ხორბალი თუ ვერ გავყიდეთ, ვერ შევძლებთ სესხის გადახდას, შემდეგ მიწების დამუშავებას და არამარტო ეს ხორბალი, სამომავლოდ ჩვენ აუცილებლად დავკარგავთ მიწებსაც“ - ამბობს ფერმერი სალომე ლეკიაშვილი.