ადამიანის დარღვეული უფლებები და პრობლემები პენიტენიცურში - ლომჯარიას კრიტიკული ანგარიში იოსელიანმა წარადგინა

03.04.23 13:19
ადამიანის დარღვეული უფლებები და პრობლემები პენიტენიცურში - ლომჯარიას კრიტიკული ანგარიში იოსელიანმა წარადგინა

პატიმრების გაჩუმების მცდელობა და არაფორმალური მმართველები ციხეებში - ნინო ლომჯარიას მომზადებული ანგარიში საზოგადოებას დღეს ახალმა ომბუდსმენმა გააცნო.

ვრცელ  დოკუმენტში საუბარი პენიტენციურში არსებული პრობლემების გარდა, დაუცველ პირად ცხოვრებას, უკანონო მოსმენებს,  გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას და მედიის გაჩუმების მცდელობას ეხება.

ანგარიში ნახსენებია ჟურნალისტებზე თავდაასხმებიც, რომელიც ამ დრომდე გამოუძებელია. ნათქვამია, რომ გამოწვევადდ რჩება პოლიციელების მიერ გათიშული სამხრე კამერების გათიშვაც. პოლიცია ამ ხერხს მაშინ მიმართავს,  როცაკონკრეტულ საქმზე სიმართლის დადგენა  არ უნდათ.

ანგარიშის მიხედვით 2022 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მდგომარეობა არის გაუარესებული. ანგარიშში გამახვილებულია ყურადღება პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებზე, პირველადი ჯანდაცვის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის საუბარი არის, როგორც ნიკა გვარამიას ისე მიხეილ სააკაშვილის საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ანგარიშში დათმობილი არის ასევე იმ საკითხებზე, რაც დაკავშირებული იყო უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღებასთან, ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან. ანგარიშში საუბარი არის არაეფექტური გამოძიების პრობლემაზე, რაც დაკავშირებული არის 2021 წლის 5 ივლისის საქმესთან მიმართებაში, მათ შორის გამოხატვის და შეკრების უფლებებზე არსებულ პრობლემებზე. ანგარიშში მნიშვნელოვანი თავი ეთმობა უმცირესობების საკითხს, ასევე სექსუალურ და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხს“ - თქვა ლევან იოსელიანმა.

ანგარიშის სრული ვერსია ნახეთ აქ.