ხელისუფლება, რომელიც ვერ აცნობიერებს პროტესტის მიზეზებს, განწირულია - ანა ნაცვლიშვილი

03.04.23 13:52
ხელისუფლება, რომელიც ვერ აცნობიერებს  პროტესტის მიზეზებს, განწირულია - ანა ნაცვლიშვილი

"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ხელისუფლებას ურჩევს, ახალგაზრდების რეპრესიების ნაცვლად, მათი პროტესტის მიზეზები გააცნობიეროს, სხვა შემთხვევაში უფრო მძიმე პროტესტს მიიღებენ. 

ხელისუფლება, რომელიც ვერ აცნობიერებს პროტესტის მიზეზებს, განწირულია. ამიტომ სჯობს, გააცნობიერონ, რა იყო ამ პროტესტის მიზეზები, რომ ეს მიზეზები გამოიწვია მათმა მოქმედებამ საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ და ცოტა გაიაზრონ ეს რეალობა, სხვა შემთხვევაში მიიღებენ კიდევ უფრო მძიმე პროტესტს საზოგადოების მხრიდან,  - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.