ეძებდა რადიკალური ოპოზიცია ოლიგარქს ქვეყანაში და მიიღო მერაბიშვილი და კეზერაშვილი - მაჭარაშვილი

03.04.23 15:34
ეძებდა რადიკალური ოპოზიცია ოლიგარქს ქვეყანაში და მიიღო მერაბიშვილი და კეზერაშვილი - მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ ტელეკომპანია "ფორმულას" მფლობელის გუშინ გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ დავით კეზერაშვილი ოლიგარქია. კეზერაშვილმა თქვა, რომ ოპოზიციას ფინანსურად ეხმარება.

მაჭარაშვილის თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, რომელსაც მიიღებენ, პირველ რიგში, სწორედ კეზერაშვილზე გავრცელდება. 

ეძებდა რადიკალური ოპოზიცია ოლიგარქს ქვეყანაში და მიიღო მერაბიშვილის და კეზერაშვილის სახით ოლიგარქები. ეს ინტერვიუ უკვე არის აშკარა მტკიცებულება იმისა, და ვერც ვერავინ ვეღარ უარყოფს იმას, რომ ეს ადამიანი პირდაპირი წესით არის ჩართული პოლიტიკაში, რომ იგი განსაზღვრებს, აფინანსებს მედიასაშუალებებს, პოლიტიკურ პარტიებს და შესაბამისად, როცა ჩვენ მივიღებთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, რა თქმა უნდა, აშკარად უკვე, პირველ ჯერზე, გავრცელდება ამ ადამიანზე, - თქვა მაჭარაშვილმა.