„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
სასტუმრო "ამბასადორის" გადაწვის ბრალდებით დაკავებულს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ანზორ ლომიძე დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
პროკურატურამ სასამართლოს დღეს ვიდეო კამერის ჩანაწერები და სასტუმროს თანამშრომლების ჩვენებები წარუდგინა.
სახელმწიფო ბრალდებამ ბრალდებულის დედის განცხადებაც გააჟღერა, რომლის მიხედვითაც 28 წლის კაცს ახალგაზრდას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და მედიკამენტებს არ იღებდა.