სხვადასხვა დროს არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი დაამყარა - კახეთში დაკავებულ კაცს ბრალდება წარუდგინეს
პროკურატურამ 13 წლის გოგოზე სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე დაკავებულ 25 წლის კაცს ბრალდება წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა სხვადასხვა დროს არასრულწლოვან დაზარალებულთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 31 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის დამყარება წინანსწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლთან (ორი ეპიზოდი)) წარედგინა.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება.