ლაზარე ალაპარაკდა - ახალგაზრდა ამბობს, რომ ჩვენება მუქარის სანაცვლოდ მიაცემინეს
ლაზარე გრიგორიადისი ალაპარაკდა 21 წლის ახალგაზრდამ ადვოკატს უთხრა, რომ დაკავებისას მისი უფლებები პოლიციელებმა რამდენჯერმე დაარღვიეს.
ახალგაზრდა ამბობს, რომ ჩვენება ზეწოლით მიაცემინეს, თან ისე გამოკითხეს რომ არ მისცეს უფლება, დაერეკა ადვოკატთან. წაართვეს მობილური, დაემუქრნენ თუ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მაშინ მის მეგობარს დააკავებდნენ.
ცალსახად დაირღვა მისი უფლებები - უფლებები დაირღვა ადვოკატის ნაწილში, ანუ მან განმარტა, რომ იგი ითხოვდა ადვოკატს, რაზედაც მას ადვოკატი არ მოუყვანეს. თუ მე ჩვენებას არ მივცემდიო და ეს რა თქმა უნდა ყოფილიყო აღიარებითი ჩვენება, მაგ შემთხვევაში ჩემ მეგობარს გიორგი ჯარიაშვილს დააკავებდნენო.
ფიზიკურ ზეწოლას არ ჰქონიაო ადგილი. ამ ეტაპზე ისევ დუმილის უფლებას გამოვიყენებს, აქციაზე მონაწილეობას რა თქმა უნდა არ უარყოფს თვითონ მონაწილეობას, რომ იყო იქ ნამდვილად"- აცხადებს ლიკა ბითაძე
უფლებადამცველის თქმით, ლაზარე გრიგორიადისი შეცვლილ ჩვენებას პირველივე სასამართლოზე გააჟღერებს. ლიკა ბითაძე აღნიშნავს, რომ 21 წლის ახალგაზრდა ციხის პირობებში, ნორმალურ პირობებშია, თუმცა როგორც ლაზარე განმარტავს, მას თმა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გადაპარსეს.