იყო თუ არა "ამბასადორის" გადაწვის ბრალდებით დაკავებული კაცი შეურაცხადი - ანზორ ლომიძეს ექსპერტიზა ჩაუტარდება

03.04.23 20:34
იყო თუ არა "ამბასადორის" გადაწვის ბრალდებით დაკავებული კაცი შეურაცხადი - ანზორ ლომიძეს ექსპერტიზა ჩაუტარდება

იყო  თუ არა "ამბასადორის" გადაწვის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი შერაცხადი, როცა სავარაუდოდ ცეცხლს განზრახ აჩენდა? ანზორ ლომიძეს  ექსპერტიზა უნდა ჩაუატარდეს, რადგან არსებული  ინფორმაციით, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.  შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე საჭირო მედიკამენტებს არ იღებდა, ცოტა ხნის წინ კი  სახლიდან  ისე წავიდა, რომ მისი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა

"ამბასადორის" გადაწვის საქმეზე  დაკავებული კაცი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა, თუმცა ექსპერტიზის პასუხის შემდეგ არ არის გამორიცხული, ის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანონ.

ანზორ ლომიძის წინააღმდეგ საქმეში დევს "ამბასადორის" შიდა კამერების ჩანაწერები და თანამშრომლების ჩვენებები. თავად დაკავებულს დღეს სხდომაზე არაფერი უთქვამს.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.