რა ბედი ეწევა რესპუბლიკურ საავადმყოფოს - ჯანდაცვის მინისტრმა ერთ კვირაში გეგმა უნდა წარადგინოს

03.04.23 20:38
რა ბედი ეწევა რესპუბლიკურ საავადმყოფოს - ჯანდაცვის მინისტრმა ერთ კვირაში გეგმა უნდა წარადგინოს

რესპუბლიკური საავადმყოფოს მომავალი ისე გაურკვეველია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან გამართული შეხვედრა უშედეგო აღმოჩნდა. ექიმებმა ვერცერთ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს.

რას უპირებენ ქვეყნის ყველაზე დიდ კლინიკას უცნობია. სამინიტრო ჯერ არც კლინიკის მოქმედი დირექტორის გათავისუფლებას თანხმდება. ერთდერთი, რაც დღეს მედიკოსებმა მოისმინეს ის არის, რომ ერთ კვირაში მინისტრმა რესპუბლიკურის გეგმა უნდა წარადგინოს. 

სამინიტროს მაღაჩინოსნები ირწმუნებიან, რომ ექიმებს ხელფასი და სამუშაო ადგილები შეუნარჩუნდებათ, თუმცა მედიკოსებისთვის  გაუგებარია, იმ შემთხვევაში თუ კლინიკა დაიხურება, როგორ და სად იმუშავებს მედპერსონალი.  ექიმები აზარაშვილს აფრთხილებენ, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, თეთრხალათიანების პროტესტი კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.