ლაზარე გრიგორიადის ბრალდებებს პენიტენიციური სამსახური საგანგებო განცხადებით პასუხობს
21 წლის ლაზარე გრიგორიადისს ბრალდებებს პენიტენციური სამსახური საგანგებო განცხადებით ეხმიანება.
უწყება წერს, რომ დაკავებულმა საპარიკმარეხო უფლებით ისარგებლა და განცხადებას, თითქოს თმა იძულებით გადაპარსეს, სიცრუეს უწოდებს. პენიტენციური დაწესებულება ტყუილს უწოდებს ინფრომაციასაც, რომ პატიმართან ადვოკატი არ შეუშვეს.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავების დღეს ლაზარე გრიგორიდსთან სევიდა სახალხო დამცველიც.
🔹️2023 წლის 31 მარტს 11:00 საათზე N8 პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლებულ იქნა ბრალდებული ლ.გ.
🔹️დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული გაეცნო მის უფლებებსა და მოვალეობებს, მათ შორის საპარიკმახერო მომსახურებით სარგებლობის უფლებას.
🔹️მან ისარგებლა პატიმრობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული საპარიკმახერო მომსახურების უფლებით.
🔹️სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს, მითუმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ.
🔹️ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა მასთან არ შეუშვეს ადვოკატი. ბრალდებულ ლ. გ-ს დაცვის უფლება, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმრის, სრულად გარანტირებულია პენიტენციურ დაწესებულებებში. ბრალდებული დაწესებულებაში მოთავსების დღესვე, 2023 წლის 31 მარტს 21:50 საათზე, მოინახულა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.