ლაზარე გრიგორიადისთან შეხვედრაზე ანა ნაცვლიშვილს უარი უთხრეს

04.04.23 11:04
ლაზარე გრიგორიადისთან შეხვედრაზე ანა ნაცვლიშვილს უარი უთხრეს

ლაზარე გრიგორიადისთან შეხევედრაზე ანა ნაცვლიშვილს უარი უთხრეს. "ლელოს" წევრი დაკავებულ სამქოლაქო აქტივისტს ციხეში 11 საათზე უნდა შეხვდროდა, თუმცა  ვიზიტი ჩაიშალა. დეპუტატი პარალემენტის თავმჯდომარის თანხმობას ამ დრომდე ელოდება.

გრიგორიადისთან შეხვედრა პარლამენტის წევრმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ მას აღიარებითი ჩვენება პოლიციაში  იძულებით მიაცემინეს.

ციხეში  მის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა განხორციელდა და თმა ნების საწინაარმდეგოდ გადაპარსეს. ლაზარეს საქმე ახლა აპელაციაშია გასაჩვირებული. ადვოკატები პატიმრობის გაუქმებას ითხოვს.