აქეთ მაწყნარებს, „ბაბუ, ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნებაო“ - ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა
ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა ამბობს, რომ შვილიშვილი მას საპატიმროდან ანუგეშებს. ოჯახის წევრის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს გადაპარსეს თუ არა მის შვილიშვილს თმა, რადგან გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემის წინაშე დგას.
ჩემთვის ამ ეტაპზე ლაზარეს თმის გადაღებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ნეტავ მაგაზე მეტი არაფერი სჭირდეს დღესდღეობით ჩემს ლაზარეს. გადმომცეს, რომ კარგად არის, მხნედ არის. იქიდან აქეთ შემომითვალა და მაწყნარებს, რომ „ბაბუ, ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნებაო“.
შვილების თაობის პირველი წარმომადგენელი ხელისუფლებამ ციხეში გაუშვა. 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს გამოძიება ძალოვნებისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლად ედავება.