"სირცხვილი, წადი" - რესპუბლიკურის ექიმებმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სირცხვილის დერეფანში გაატარეს
რესპუბლიკურ საავადმყოფოში მისული ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური ექიმებმა სირცხვილის დერეფანში გაატარეს და მასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დასხდნენ.
"სირცხვილი, წადი" - სკანდაირებდნენ ექიმები.
შეხვედრას ამ წუთებში, სამინისტროს წარმომადგენელთან მხოლოდ კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ესწრება. ეიქმების პროტესტი კი ისევ გრძელდება.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ზაზა ავალიანი მოულოდნელად რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ.
ექიმები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნა ზაზა ავალიანის თანამდებობიდან გადაყენებაა, რასაც ჯანდაცვის უწყება ამ ეტაპზე არ აპირებს.
რაც შეეხება მთავარ მოთხოვნას, ცნობილია, რომ მედიკოსებსა და ექიმებს შორის გუშინ ჯანდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთი უშედეგო მოლაპარაკების რაუნდი გამართა. ახლა მედიკოსები აზარაშვილისგან ელოდებიან კონკრეტული გეგმის წარდგენას, თუმცა სანამ ეს გეგმა იქნება წარდგენილი, ექიმები ამბობენ, რომ პროტესტი ყოველ დღე, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.