პენიტენციური ცრუიბს, ლაზარემ 3-4-ჯერ თქვა უარი თმის გადაპარსვაზე - ადვოკატი

04.04.23 13:24
პენიტენციური ცრუიბს, ლაზარემ 3-4-ჯერ თქვა უარი თმის გადაპარსვაზე - ადვოკატი

ლაზარე გრიგორიადისი ადვოკატი პენიტენციური სამსახურის განცხადებას პასუხობს - ლიკა ბითაძე ამბობს, რომ თმის გადაპარსვასთან დაკავშირებით სამსახურმა ცრუ განცხადება გააკეთა. 

უფლებადამცველის განცხადებით, თმის გადაპარსვასთან დაკავშირებით, ლაზარემ მინიმუმ 4-ჯერ დააფიქსირა უარი.

პენიტენციურმა სამსახურმა თავად გაავრცელა ცრუ განცხადება. ლაზარემ თვითონ დააფიქსირა, რომ 3-4-ჯერ თქვა უარი თმის გადაპარსვასტან დაკავშირებით, მაგრამ შემდეგ იძულებული გახდა, რომ თმა გადაეპარსა. აქიდან გამომდინარე ეს გადაპარსვა ნებით არ გამოდის. როცა 3-4-ჯერ მე ვამბობ უარს რაღაცაზე და მერე იძულებული ვხდები, ეს ფსიქიკური იძულებაა თუ ფიზიკური ეს პენიტენციურმა თავად გამიჯნოს'- განაცხადა ბითაძემ. 

პენიტენციური სამსახური ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ამტკიცებს, რომ ბრალდებულმა ისარგებლა პატიმრობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული საპარიკმახერო მომსახურების უფლებით.

უწყებაში ირწმუნებიან, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს, მითუმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ.