გლდანში დისტრიბუციის მანქანა სილამაზის სალონში შევარდა - არიან დაშავებულები
თბილისში, გლდანში დისტრიბუციის მანქანა სილამაზის სალონში შევარდა. დაშავებულია 4 ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებიდან ერთ-ერთი სალონში მყოფი პირია, დანარჩენები კი მსუბუქ ავტომანქანაში მსხდომები იყვნენ.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.