"ზუსტად იმ გარემოშია, სადაც ფსიქოტრავმა მიიღო" - მედიკოსი სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანის აუცილებლობაზე საუბრობს

04.04.23 17:16
"ზუსტად იმ გარემოშია, სადაც  ფსიქოტრავმა მიიღო" - მედიკოსი სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანის აუცილებლობაზე საუბრობს

ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრი, თენგიზ წულაძე "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს კუნთები განლეული აქვს და თუ მესამე პრეზიდენტი კიდევ რამდენიმე კილოგრამს დაკარგავს, ის საწოლს მიჯაჭვული იქნება. 

მედიკოსი პატიმრის საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობაზე საუბრობს. 

კიდევ რამდენიმე კილოგრამს თუ დაკარგავს, ეს ნიშნავს, რომ საწოლს მიჯაჭვული გახდება, ისედად კუნთების განვლევა აქვს. კიდურების გარშემოწერილობაც შეცვლილია. სასურველია საქართველოდან იქნას გადაყვანილი. საქართველოში როგორც ჩანს, ვერ ხერხდება ეს ამბავი (განკურნება). პაციენტს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა აქვს და ზუსტად იმ გარემოშია, სადაც ეს ფსიქო ტრავმა მიიღო"- ამბობს წულაძე. 

სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა სამედიცინო კონსილიუმმა კვირას, 2 აპრილს, კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შედეგები გამოაქვეყნა.

სააკაშვილს კახექსიის მძიმე,  მეოთხე სტადია, კუნთების განლევა ანუ სარკოპენია აქვს. დასკვნის თანახმად, მდგომარეობას ართულებს წნევის კრიტიკული ვარდნაც, რაც  კოორდინაციის მოშლას იწვევს.