7/9 მარტის აქციების შემდეგ, ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო PostTv-იდან გამომიშვეს - ჟურნალისტი

04.04.23 18:29
 7/9 მარტის აქციების შემდეგ, ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო PostTv-იდან გამომიშვეს - ჟურნალისტი

7/9 მარტის აქციების შემდეგ ჩემი და ტელეკომპანია „პოსტივის“ თანამშრომლობა დასრულდა. 17 მარტს არხიდან გამომიშვეს დისკიმინაციულ საფუძველზე, ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო - ამის შესახებ POST TV-ის ყოფილი ჟურნალისტი წერს. 

სოფია კაჭარავა ამბობს, რომ სამართლებრიბრივ გზებს მიმართავს: 

რომ მმგონია, რომ არხთან თანამშრომლობა დავასრულე, გუშინ, 3 აპრილს არხის გენერალური დირექტორისგან თემურ ჭარელაშვილისგან Temur Tcharelashvili მივიღე წერილი, სადაც მითითებულია, რომ ჯერ კიდევ მათი თანამშრომელი ვარ და მსაყვედურობენ სამსახურის სისტემატური გაცდენის თაობაზე. აშკარაა, რომ ახლა ცდილობენ, ჩემი დისკრიმინაციულ საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლება, შინაგანაწესით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევაში გადააკვალიფიცირონ.


აუცილებლად ვიბრძოლებ ჩემი სიმართლისთვის! მე ვიცი, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვდგავარ, დანარჩენს დრო გვიჩვენებს"- დაწერა მან.