ვინ გაავრცელა პოლიტკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები? - გოგაშვილი შესაძლოა ალაპარაკდეს

04.04.23 20:01
ვინ გაავრცელა პოლიტკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები? - გოგაშვილი შესაძლოა ალაპარაკდეს

ვინ და ვისი დაკვეთით გაავრცელა ცნობილი პოლიტკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები? - წლების წინ აგორებულ ყველაზე ბინძურ კამპანიას ფარდა შესაძლოა,  სუს-ის ექს შეფმა ახადოს.

სოსო გოგაშვილს დღეს სასამრთლომ ხუთი წლით პატიმრობა შეუფარდა, მათ შორის დამანავედ სცნო სახლში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვაში. ახლა უკვე ბურთი გოგაშვილის მოედანზეა, დაასახელებს თუ არა ის, რეალურად ვინ გაავცელა ინტერნეტში ოცნების პოლიტიკური მტრების პირადი ვიდეომასალა.  

სუს-ის ექს შეფი, სოსო გოგაშვილი მოსამართლემ ხუთივე ბრალდებაში დამნაშავედ სცნო და 5 წლით ციხეში გაუშვა.  ვალერიან ბუგიანიშვილის გადაწყვეტილების  გამოცხადებას   ბრალდებული მშვიდად შეხვდა.  გოგაშვილის ოჯახის წევრები კი დარწმუნებულები არიან, რომ  მოსამართლემ წინასწარ დაწერილი პოლიტიკური ვერდიქტი წაიკითა. ახლა საინტერესოა, მიმართავს თუ არა სუს-ის ექს მაღალჩინოსანი შეწყალების თხოვნით სალომე ზურაბიშვილს.

ერთადერთი რეპლიკა, რაც განაჩენის გამოცხადების შემდეგ სოსო გოგაშვილმა თქვა, სწორედ  საქართველოს პრეზიდენტს უკავშირდებოდა.   სუს-ის ექს შეფმა სალომე ზურაბიშვილს სასამართლოდან შეახსენა, რა როლი აქვს მის გაპრეზიდენტებაში.   "ჩემი დასმულია პრეზიდენტად"- ამბობს გოგაშვილი, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს პარტია ქართულ ოცნებაში  მუშაობდა.  სწორედ  2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდით თარიღდება   გოგაშვილის მიერ გასაჯაროებული ფარული  ჩანაწერები  ამომრჩევლის მოსყიდვისა და შანტაჟის შესახებ.

ხმაურიანი სასამართლოს ყველა დეტალი ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეოირტაჟში