უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

05.04.23 00:39
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ნადიმ ხმალაძე ავრცელებს.

"კიდევ ორი ძვირფასი , პატრიოტი დავკარგეთ. დიდება გმირებს." - წერს ნადიმ ხმალაძე.

უკრაინაში ომის დაწყებიდან პუტინის აგრესიას 40-მდე ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.