შეთანხმება ისევ ვერ შედგა - რესპუბლიკური საავადმყოფოს" ექიმების და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
შეთანხმება ისევ ვერ შედგა - "რესპუბლიკური საავადმყოფოს" ექიმების და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის შეხვედრა ისევ უშედეგოდ დასრულდა. ექიმები უკან დახევას არ აპირებენ და ისევ მასშტაბურ პროტესტს აანონსებენ.
არაზაშვილის უწყება არც კლინიკის დირექტორის გადაყენებას გეგმავს და ათობით ექიმისთვის არც პასუხი აქვს კითხვაზე, რა ბედი ელის ქვეყნის ყველაზე დიდი კლინიკას.
ჯანდაცვის სამინსტრო გეგმის წარსადგენად დროს კვირის ბოლომდე ითხოვს.
დღეს გაიმართა შეხვედრები, როგორც საინიციატივო ჯგუფთან ასევე გარკვეული მიმართულებების ხელმძღვანელებთან, ნაწილ შეხვედრებს ბატონი ზაზაც ესწრებოდა, არ ესწრებოდა. ძირითადი ამოცანა არის ის, რომ კოლექტივამდე მაქსიმალურად მივიტანოთ იმ პროექტის მნიშვნელობა, რომელიც ხორციელდება და ვფიქრობ, რომ მეტ-ნაკლებად გასაგებად უკვე ინფორმირებულები არიან. ყველანი ვართ მოლოდინში პარასკევს დაანონსებული შეხვედრის.
ბატონი ზაზა ავალიანის გადაყენების საკითხი ჯერჯერობით არ დგას. ის არგუმენტები, რომლებიც მოვისმინეთ ცოტა გაურკვეველი და ბუნდოვანია. ყველა ვთანხმდებით, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია არის აუცილებელი და გარდაუვალი და ის მიზნები, რასაც ეს საავადმყოფო უნდა ემსახურებოდეს, ჯერ ჯერობით არსებული ინფრასტრუქტურა ვერ ასრულებს"- აცხადებს ილია ღყდაშაური.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგმა გივი პისარევი ამბობს, რომ ექიმები მინისტრის გეგმას ელოდებიან:
„დავსვით საკითხი ბატონი ზაზა ავალიანის შესახებ, გვითხრეს, რომ ეს საკითხი ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის. რჩება ის დირექტორად. ჩვენი მოთხოვნა არის ისევ ის, რომ არ იყოს ჩვენი დირექტორი. ველოდებით პარასკევს პრეზენტაციას მანამდე ვაგრძელებთ პროტესტს და ვითხოვთ, რომ პარასკევს პრეზენტაციაში იყოს გათვალისწინებული ჩვენი მოთხოვნა, უმთავრესი უზენაესი უწყვეტი მუშაობა.“