ჯარიმები შერჩევით - რუსეთის მოქლაქეებს საქართვლოში ვერ აჯარიმებენ
პარკინგის არქონის ან ავტომობილების არასწორად გაჩერების შემთხვევაში რუსეთის მოქლაქეებს საქართვლოში ვერ აჯარიმებენ.
ეს მაშინ, როდესაც დღის განმავლოაბში თბილისი მერია მასიურად აჯარიმებს ან საჯარიმო პარკინგზე გადაყავს საქართვლოს მოქლაქეების ავტომობილები.
ირკვევა, რომ უცხო ქვეყნის ნომერინი ავტომობილების იდენტიფცირებისთვის ბაზაც კი არ არსბეობს. ფაქრს უბრალო მოქალაქეები შეღცევით სამართალს უწოდებენ.
პროტესტის მიზეზი ხდება ჯარიმის ოდენობაც - არასწორი პარკირების გამო ჯარიმა 50 ლარით არის განსაზღვული -საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვნა კი 150 ლარი ღირს.
დედაქალაქის მერის მოადგილე ადასტურებს, რომ უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილების მძღოლების დაჯარიმება ვერ ხერხდება. ირაკლი ხმალაძის მტკიცებით, არცერთ უწყებას არ აქვს მითითება, რომ რუსულნომრიანი ავტომობილები არ დააჯარიმონ:
„კატეგორიულად გამოივრიცხავ და მცდარია ის დაშვება და ის ინფორმაცია რომ მითითება აქვთ რუსულ მანქანებზე ჯარიმების არ გამოწერასთან დაკავშირებით ეს არის ტყუილი. თქვენ იცით, რომ საათობრივი პარკირების სისტემა ახალი აწყობილი სისტემა არის და ჩვენ პარკირების ოპერატორ კომპანიას არა აქვს წვდომა უცხოეთიდან შემოსულ მანქანებზე არამხოლოდ რუსეთზე არამედ ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან უცხოური ნომრით მავალ მანქანაზე პერსონალურ მონაცემებზე დაშვება საერთოდ არა აქვთ. ვერ იღებენ ინფორმაციას უცხოური მანქანის მფლობელის ან შემომყვანის შესახებ შესაბამისად, როდესაც მძღოლი ადგილზე არ არის ვერ ხდება ამ მონაცემის მიღება და უშუალოდ მუნიციპალიტეტი ამას ვერ აჯარიმებს, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს წვდომა ამ ინფორმაციაზე და ისინი ახდენენ ამ დაჯარიმებას“ - ამბობს ირაკლი ხმალაძე.
რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი შერჩევით სამართალზე საუბრობენ. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ მერიას შინაგან საქმეთა სამინისტროდან შეძლია ნებიმიერი კანონდამრღვევი მძღოლის შესახებ ინფორმაციის მიღება, რასაც არ აკეთებენ:
„ახრჩობენ ჩვენს მოქალაქეებს ჯარიმებით იმ დროს, როდესაც არ უწერენ ამ ჯარიმებს რუსეთს ფედერაციის მოქალაქეებს, რაც ერთის მხრივ არის კიდევ ერთი ნათელი გამოვლინება რუსეთისადმი მავნებლური პოლიტიკის და მეორეს მხრივ არის პირდაპირ ანუ დისკრიმინაცია, როცა შენ მოქალაქეს უწერ ჯარიმას და იგივე დარღვევისთის რუსეთის მოქალაქეებს იმიტომ, რომ არ გააღიზიანო არ უწერ ჯარიმას. ახსნა იმის და განმარტება, რომ თითქოსდა არა აქვთ მათ ბაზა არის უსუსური ახსნა იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან შეუძლიათ ამ ბაზის გამოთხოვა, მაგრამ როგორც ჩანს ეს არის კალაძის და ქართული ოცნების პოლიტიკური ნება, რომ არ გააღიზიანო რუსები და არ ვიცი ალბათ ომი რომ არ დაგვიწყონ ამის გამო პარკირების ჯარიმის გამო, არ ვიცი აბსურდთან გვაქვს საქმე“ - აღნიშნავს ირაკლი ნადირაძე.