უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა? - დიდ დიღომში 12 წლის ანას გარდაცვალების საქმე თავდაყირა დგება
უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა? - დიდ დიღომში 12 წლის ანას გარდაცვალების საქმე თავდაყირა დგება. მშობლები ამტკიცებენ, რომ შვილი უბედური შემთხვევის მსხვერპლი არ არის. მათი ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა გვამის სავარაუდოდ გადამალვის მცდელობას. ირკვევა, რომ ანას მობილური ტელეფონი ცხედრიდან მოშორებით არის ნაპოვნი.
დღეს დანაშაულის ადგილზე მისულ დედას მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განდაგურებული დახვდა. მშობლების თქმით, გოგონას ცხედარს დაზიანებები აღენიშნებოდა, ასევე დაიზანებული იყო მისი ტანსაცმელიც.
ვინ გაანადგურა მტკიცებულებები შემთხვევის ადგილზე და რა გარემოებებზე საუბრობენ გარდაცვლილი მოზარდის მშობლები ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.