მასწავლებელს მოსწავლეზე ძალადობაში ადანაშაულებენ - შემთხვევა ქუთაისში
მასწავლებელს მოსწავლეზე ძალადობაში ადანაშაულებენ. შემთხვევა ქუთაისში მოხდა. მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი ამტკიცებს, რომ ისტორიის პედაგოგმა მის შვილზე ფიზიკურად იძალადა და არასრულწოვანი სცემა. მშობელის ხელშია სავარაუდო ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრებიც. სკოლაში ამბობენ, რომ სიტყვიერ შენიშვნას ადგილი ჰქონდა, თუმცა ძალადობის ფაქტი არ მომხდარა.
მასწავლებელი ამბობს, რომ მიუთითა მოსწავლეს. მოსწავლეც ადასტურებს, რომ კალამს აკაკუნებდა მერხზე, რის გამოც ის ხელს უშლიდან სასწავლო პროცეს. მასწავლებელი ამის გამო გაღიზიანდა, გამოართვა კალამი, დააგდო ძირს და ბეჭში მოქაჩა. მიმდინარეობს მოკვლევა, მასწავლებელის გატავისუფლება ასე ადვილი არაა, ამას სჭირდება მოკვლევა", - ამბობენ სკოლის ადმინისტრაციაში.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია რესურსცენტრიც და დაწყებულია მოკვლევა.