გრიგორიადისთან საგამოძიებო შევიდა - დაიწყება თუ არა გამოძიება აქტივისტის ღირსების შელახვაზე

06.04.23 17:42
გრიგორიადისთან საგამოძიებო შევიდა - დაიწყება თუ არა გამოძიება აქტივისტის ღირსების შელახვაზე

ლაზარე გრიგორიადისთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ. გლდანის ნომერ მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში კაციტაძის უწყებიდან გამომძიებლები ერთი მიზნით გაგზავნეს - ლაზარე უწყების თანამშრომლებს დღეს ჩვენებას აძლევს, რომლითაც უნდა დადგინდეს, 21 წლის აქტივისტის მიმართ ჰქონდა თუ არა ადგილი სავარაუდო ღირსებისშემლახავ მოპყრობასა და იძულების წესით მიცემულ ჩვენებას.

„დავინტერესდებით და შევისწავლით აღნიშნულ საკითხს. როგორც იცით სახალხო დამცველის აპარატიდან შემოვიდა ჩვენთან წერილობითი შეტყობინება და ზუსტად ამის საფუძველზე შევხვდებით, ახლა ადვოკატი მიიღებს ამ შეხვედრაში მონაწილეობას. დეტალურად გავესაუბრებით მომხდართან დაკავშირებით რა ინფორმაციასაც მოგვაწვდის, შემდგომ ამ ინფორმაციის საფუძველზე ჩვენი სამსახური მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.“ - განაცხადა პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე გამომძიებელმა გიორგი აბუაშვილმა. 

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი ამბობს, რომ შედგება ოქმი და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, დაიწყება თუ არა გამოძიება.

ლიკა ბითაძე ამბობს, რომ 21 წლის ახალგაზრდა აუცილებლად ისაუბრებს, როგორ დააწერინეს იძულებით ჩვენება და როგორ მოხდა მისი სურვილის წინააღმდემ მისთის თმის გადაპარსვა.

შედგება გასაუბრების ოქმი. ამის ოქმის შემდეგ, მიიღებენ გადაწყვეტილებას, გამოძიება დაიწყონ თუ არა. ლაზარე, რა თქმა უნდა, დააფიქსირებს მის მიმართ რა დარღვევებიც იყო. პირველი იძულებით აღიარებითი ჩვენების მიღებაა, მეორე არის მის ვარცხნილობასთან დაკავშირებით. იცით, რომ მისი სურვილი არ იყო, რომ გადაეპარსათ თმები და მისი სურვილის გარეშე მოხდა მასზე თმების გადაპარსვა.

აუცილებლად ისაუბრებს ჩვენებასთან დაკავშირებით, რომ მისი აღიარებითი ჩვენება არ იყო მისი ნებით მიცემული და მხოლოდ და მხოლოდ აღიარება მისცა იმიტომ, რომ მისი მეგობრის დაკავებით დაემუქრნენ. სააპელაციო სასამართლოს რაც შეხება, ამ ეტაპზე წარმოებაშია სპარტაკ პავლიაშვილს აწერია მისი საქმე და ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.“  - ამბობს ლაზარეს ადვოკატმა.