მამაკაცმა სახლის სახურავზე ბენზინი გადაისხა - ხუთსულიანი ოჯახის გასახლებას ბათუმში დაპირისპირება მოჰყვა

06.04.23 17:21
მამაკაცმა სახლის სახურავზე ბენზინი გადაისხა - ხუთსულიანი ოჯახის გასახლებას ბათუმში დაპირისპირება მოჰყვა

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ბათუმში. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ხუთსულიანი ოჯახის იძულებითი გასახლებას ცდილობდა.

მიზეზი კერძო მევახშეა. მიქელაძეების მრავალშვილიანი ოჯახი მევახშისგან თანხის დასაბრუნებლად დროს ითხოვდა, თუმცა უარი მიიღეს.

ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე უწყების თანამშრომლები გამოჩნდნენ.  

ოჯახის ერთ-ერთი წევრი სახლის სახურავზე აძვრა და ბენზინი გადაისხა. ამან იქ შეკრებილი მოქალაქეები ააღელვა, შეამტვრიეს ეზოს ჭიშკარი, სადაც აღსრულების პოლიციელები იყვნენ. პოლიცია იძულებული გახდა აღსრულება დროებით შეეჩერებინა.

ადგილზე აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებმა უფლებადამცველი, „ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძე დააკავეს.

ვიდეოჩანაწერის მიხედვით, რომელსაც თამაზ ბაკურიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს, ჩანს, რომ თამაზ ბაკურიძე პოლიციელებს ძალადობის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

ამ დრომდე უცნობია, თუ რატომ მოხდა ბაკურაძის დაკავება.