მამა 15 წლის შვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, 60 წლის კაცი კი უმძიმეს დანაშაულში გერმა ამხილა - შემზარავი დანაშაულებების სერია კახეთში

06.04.23 20:40
მამა 15 წლის შვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, 60 წლის კაცი კი უმძიმეს დანაშაულში გერმა ამხილა - შემზარავი დანაშაულებების სერია კახეთში

შემზარავი დანაშაულებების სერია კახეთში - სექსუალური ძალადობის ფაქტებზე ორი პირია დაკავებული. მამა, რომელიც სავარაუდოდ 14 წლის შვილზე ძალადობდა და მამინაცვალი, რომლის მსხვერპლიც  სავარაუდოდ 15 წლის გერი გახდა.  50 წლის კაცს ხელბორკილები მას შემდეგ დაადეს, რაც არასრულწლოვანმა გოგონამ მომხადარის შესახებ მასწავლებელს უამბო. ამის შემდეგ სკოლამ განგაში ატეხა და საქმეში პოლიცია ჩაერთო. 

 მეორე შემთხვევაში კი დაზარალებული მოზარდი შეყვარებულს  გამოუტყდა. ირკვევა, რომ მამინაცვალი ბავშვს დედის მკვლელობით ემუქრებოდა, იმ შემთხვევაში თუ მომხდარის შესახებ ვინმეს შეატყობინებდა. ახლა ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

 დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, თუმცა ორივე მათგანი სასმართლომ პატიმრობაში დატოვა.

უმძიმესი ამბავი კახეთიდან - ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში