"ვიბრძოლებთ ლაზარესა და ყველა პოლიტპატიმრის გასათავისუფლებლად" - 9 აპრილის აქციას ახალგაზრდებიც უერთდებიან

07.04.23 12:14
"ვიბრძოლებთ ლაზარესა და ყველა პოლიტპატიმრის გასათავისუფლებლად" - 9 აპრილის აქციას ახალგაზრდებიც უერთდებიან

9 აპრილს "ნაციონალური მოძრაობის" დაგეგმილ აქციაზე ახალგაზრდებიც იქნებიან.

მომავალი თაობა დედაქალაქის მთავარ მოედანზე სისტემის წინააღმდეგ გავა და ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას მოითხოვს.

„ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდები ვიკრიბებით ყველა თაობის ადამიანთან ერთად 9 აპრილს 15:00 საათზე რუსთაველის მოედანზე, რადგან უარი ვუთხრათ რუსულ ხელისფლებას, უარი ვუთხრათ მათ სატუსაღოში ჩასმულ პოლიტპატიმრებს და ასევე ყველაფერთან ერთად გავათავისუფლოთ ჩვენი მებრძოლი ლაზარე გრიგორიადისი. ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ყველა პოლიტპატიმარი და მათ შორის ლაზარე არ იქნება საქართველოში ჩვენს გვერდით, არ იქნებიან თავისუფლებაზე და საქართველო არ იქნება ევროკავშირის წევრი.“ - ამბობს ახალგაზრდა.

ოპოზიციური პარტიის მიერ დაგეგმილ აქციამდე ერთი დღე არის დარჩენილი.