ბოტების მოქსევა შვილის დასამცირებლად კიდევ უფრო უტეხს სახელს შალვა რამიშვილს - თეა აბაშმაძე
ლაშა რამიშვილის წერილს, რომელიც მან სოაცილურ ქსელში გამოაქვყენა, მისი დედა, თეა აბაშმაძეც უერთდება და წერს, რომ შვილმა მისი სათქმელიც თქვა. საუბარია შალვა რამიშვილის შვილის წერილზე, რომელმაც "პოსტ ტვ"-ის პროპაგანდისტი ქალებისადმი უდიერ დამოკიდებულებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
ეს ჩემი უფროსი შვილის წერილია, რომელშიც გაერთიანებულია მისი ძმებისა და ჩემი სათქმელიც, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა ჩვენში“, – დაწერა მან.
მოგვიანებით თეა აბშამაძემ დაწერა, რომ მისი შვილისადმი ბოტების მიქსევით შალვა რამიშვილის სახელი კიდევ უფრო გაუტყდება.
ჩემი უზომო მადლიერება ყველას, ვინც ზუსტად გაგვიგეთ და ასეთი საოცარი სიტყვები გვითხარით. აზროვნება ველია და ველი ცნობს ველს – რა უზუსტესი მიგნებაა.
თქვენ კი, ვინც უკიდურეს სიბინძურეს აბრალით ჩემს შვილს, საოცრად სასარგებლო საქმეს ასრულებთ სინამდვილეში და თქვენი მადლიერიც ვარ. თქვენ სასწაული შეძელით, ნამდვილი ალქიმია, თქვენ უსწრაფესად გაანცალკევეთ ჩვენი საზოგადოება, არა ისე ყალბად, როგორიც პარტიული დაყოფაა, არამედ თქვენი არაკრეატიულობის ჩვენებით, ერთი საერთო სახე გამოავლინეთ.
ერთნაირი უტიფრობა, ერთი და იგივე ტერმინოლოგია, გაუნათლებლობა, მდაბიო უწმაწურობა და რაც მთავარია, სრული უსიყვარულობის გამოვლენით, თქვენ გამოცალკევდით იმ ადამიანებისგან, ვინც მგრძნობიარეა, კეთილია, სამართლიანია, გულუხვი და გამგებია. ზოგადადაც ადამიანები მხოლოდ ორ ნაწილად იყოფიან, გონებაგახსნილებად და პირიქით, სხვა დანარჩენი დეფინიცია ამ მონაცემებიდან გამომდინარეობს.
თქვენ ემსახურებით პარტიას, რომელსაც სურს შალვას რესურსის შენარჩუნება და გავალებთ უბინძურესად ლანძღოთ მისი შვილი, თითქოს ასე აღდგება შალვას იმიჯი. საზოგადოების თვალში თქვენს მიერ ტალახის სროლა აღიქმება, როგორც შალვასგან ბოტების მოქსევა საკუთარი შვილის უკიდურესად დასამცირებლად. ეს კიდევ უფრო უტეხს სახელს მას და გაცილებით მძიმედ, ვიდრე ჩემი შვილის წერილი.
ყველაზე კომიკური ისაა, რომ თქვენ ვნებთ მხოლოდ იმას, ვისაც ემსახურებით და ვერც კი აცნობიერებთ ამას. თუმცა, მეორე მხრივ საოცრად სასარგებლო საქმეს ემსახურებით საზოგადოებისთვისაც და ცვლილებების დასაჩქარებლადაც. ძალიან მარტივად გამოჩნდა, რომ სიძულვილის ველში მყოფი აზროვნება არის უნიჭო და გონებაშეზღუდული, რადგან მას არ აქვს ღირსებისა და სამართლიანობის განცდა. ის დეგრადაციას განიცდის სულ უფრო მეტად, – წერს თეა აბაშმაძე.