ბათუმში, სკოლაში მოსწავლეებმა თვითდაზიანებები მიიყენეს

07.04.23 16:46
ბათუმში, სკოლაში მოსწავლეებმა თვითდაზიანებები მიიყენეს

ბათუმის, მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც თვითდაზიანებები მიიყენეს, საგაკვეთილო პროცესს დაუბრუნდნენ. შვიდ მოსწავლეს ხელებზე ჭრილობები აქვთ.

ინციდენტი, გუშინ, გაკვეთილების მსვლელობისა მოხდა.

დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ ფაქტში საგანგაშო არაფერია და ბავშვებს ხელებზე, მხოლოდ, ნაკაწრები ჰქონდათ. მოსწავლეები მშობლებთან ერთად საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

სკოლის ადმინისტრაცია მომხდარის მოტივს არ ასახელებს და ამბობენ, რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო.