საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდი ჩაიკეტა

07.04.23 20:44
საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდი ჩაიკეტა

ენგურის ხიდი ჩაიკეტა.  აფხაზეთიდან ზუგდიდისკენ არავის უშვებენ.  საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. გამშვები პუნქტი ცალხრივად ისე ჩაკეტა, რომ არაინირი განმარტება არ გაუკეთებია.

საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს უამრავი ხალხი დგას, რომელიც სააღდგომოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას გეგმავდა, თუმცა დიდი ალბათობით 11 აპრილამდე გზა არ გაიხსნება. არ არის გამორიცხული, მორიგი შეზღუდვა 9 აპრილს დაგეგმილ ფართომასშტაბიან აქციას უკავშირდებოდეს.

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.