"შურისძიება ტყდება ერთ, 21 წლის ბიჭზე" - ლაზარეს თავისუფლებისთვის დღეს, თბილისში აქცია გაიმართება
ლაზარეს თავისუფლებისთვის დღეს თბილისში აქცია გაიმართება. ზუსტად რვა საათზე ახალგაზრდა მომიტინგის მხარდამჭერები პარლამენტთან შეიკრიბებიან.
სცენა საკანონმდებლო ორგანოსთან მოეწყობა. არ იქნება სიტყვით გამოსვლები, თუმცა იქნება მუსიკალური პროტესტი მსახიობებისა და მომღერლების მონაწილეობით.
ყველაზე დიდი ბოროტებები, სწორედ მართლმსაჯულების და კანონის სახელით ჩადენილა მსოფლიოში და ასეთ ბოროტებასთან გვაქვს ახლა სახე, როდესაც ჩვენ, ყველამ მივიღეთ სიკეთე პროტესტით, მათ შორის "ქართული ოცნების" პროდასავლურმა ამომრჩეველმაც და ამ წარმატების გამო შურისძიება ტყდება ერთ 21 წლის ბიჭზე, რომელსაც შავრაზმული დემონიზაციის, შავრაზმული კამპანიის მეშვეობით აშავებენ და მის დისკრედიტაციას ახდენენ. ჩვენ, საზოგადოებამ, არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ერთ ადამიანზე გადატყდეს ჯოხი. 20 საათზე, პარლამენტთან გელოდებით. აქ იქნება ბევრი სიტყვა, ბევრი მუსიკა, მაგრამ არ იქნებაინ სიტყვით გამომსვლელები. თქვენ ნახავთ მოკლე ფილმს სანქცირებულ სისტემაზე, რომელიც ასამართლებს ლაზარეს". - ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.
აქციის თავდაპირველი ადგილი წესით კანცელარია იყო. თუმცა პრემიერის გადაწყვეტილებით მისი სამსახურის ეზოს ღობავენ და სკვერს აკეთებენ.
ლაზარე გრიგორიადისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 31 მარტს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე მოითხოვდა, მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო 10 000 ლარის ოდენობით.