"გაქცევისას, ადგილზე ავტომობილების სანომრე ნიშნები დარჩათ" - ვაკეში მომხდარი კრიმინალური გარჩევის ახალი დეტალები

08.04.23 13:07
"გაქცევისას, ადგილზე ავტომობილების სანომრე ნიშნები დარჩათ" - ვაკეში მომხდარი კრიმინალური გარჩევის ახალი დეტალები

ვაკეში მომხდარი კრიმინალური გარჩევა - თვითმხილველი "პირველებთან" ყვება, რომ კრიმინალურ გარჩევაში მონაწილე პირებს, გაქცევის შემდეგ ადგილზე ავტომობილის სანომრე ნიშნებით დარჩათ ადგილზე. შესაბამისად, შსს-ს არ უნდა გაუჭირდეს პირების იდენტიფიცირება.

აივნიდან ვიყურებოდი, როდესაც დავინახე, რომ ისროდნენ. ყველა ვიდეოს იღებდა, ბევრმა დაინახა ეს. აუდის მარკის ავტომობილში იჯდა ერთი პიროვნება, რომლის მისამართითაც ისროდნენ. სანამ სროლა ატყდებოდა, მანამდე ისმოდა გინების  ხმები, ბოლოს ყველა გაიქცა ადგილიდან. ადგილზე სანომრე ნიშნები დარჩათ" - ამბობს თვითმხილველი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში მომხდარი ქუჩური გარჩევის ფაქტზე გამოძიება 239-ე მუხლით დაიწყო, თუმცა, შეიძლება, აღნიშნული მუხლი გადაკვალიფიცირდეს.  ათამდე პირს გომელაურის უწყება ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობას ედავება. საგამოძიებო მოქმედებები დედაქალაქის ცენტრში, ამ დრომდე გრძელდება. გამოკითხეს საქმის ოქროს მოწმეც, გოგონა, რომელმაც გარჩევა განგსტერული წესებით მობილურით გადაიღო და შემდეგ მასალა სოციალურ ქსელში ატვირთა.

გარჩევაში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულები ამ დრომდე არ არიან. ამ წუთებში, ცდილობენ სამართალდამცველები ვიდეო-მასალის გაშიფვრას, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.