ბახმუტთან დაღუპული ქართველი კიევში გადაასვენეს - უკრაინის დედაქალაქში დავით ქუჩუკიანის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება
ბახმუტთან დაღუპული ქართველი მეომარი კიევში გადაასვენეს. ამ წუთებში, უკრაინის დედაქალაქში დავით ქუჩუკიანის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება. სამოქალაქო პანაშვიდის გამართვის შემდეგ კი ქართველ მეომარს, პოლონეთის გავლით საქართველოში გადმოასვენებენ.
ქუჩუკიანი ქარელის მუნიციპალიტეტიდან იყო. გამოცდილი სამხედრო რიგით 41-ე ქართველი ჯარისკაცია, რომელიც უკრაინაში პუტინის აგრესიას ემსხვერპლა.