ადვოკატები საყოველთაო ამინისტიის გამოცხადებას ითხოვენ და პატიმართა ოჯახის წევრებთან ერთად აქციებს აანონსებენ
ადვოკატები საყოველთაო ამინისტიის გამოცხადებას ითხოვენ. მოძრაობა "შემახე ამნისტიის" წევრები ფიქრობენ, რომ ყველა პატიმარი, ვინც ამას იმსახურებს ციხეში ყოფნას, ვადაზე ადრე უნდა გათავისუფლდეს. მოძრაობის წევრები ახლა საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობენ, დოკუმენტის მომზადების შემდეგ კი მას პარლამენტის აპარატს ჩააბარებენ.
თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, იურისტები პატიმრების ოჯახის წევრებთან ერთად აქციებს აანონსებენ.
"11 წელია უკვე რაც "ოცნება" ხელისუფლებაშია. წლების განმავლობაში მხოლოდ ორჯერ გამოიცა ამნისტია, ისიც სამართაშერჩევითობით. ათასობით პატიმარი დღეს უკანონოდ ზის ციხეში. მივმართავთ ხელისუფლებას, რომ სასწრაფოდ გამოსცეს საყოველთაო ამნისტია, იქიდან გამომდიანრე, რომს ასამართლო სისტემა დღეს არის მონად გადაქცეული. მივმართავ პატიმართა ოჯახებს, მოემზადეთ აქციებისთვის, რამეთუ საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით ჩვენ ვიწყებთ აქციებს". - ამბობს იურისტი.