"გვიგზავნიან ე.წ. კარგ ბიჭებს, გვემუქრებიან, ამ კორუფციაში მონაწილეობს დიმიტრი ხუნდაძე" - პროტესტი საგურამოში
პროტესტმა იფეთქა საგურამოში. ადგილობრივი მოსახლეობა ბეტონის ქარხნის დანგრევას ითხოვს. სოფელ ჯიღაურის მოსახლოება ამბობს, რომ უკანონოდ აშენებული საწარმოს გამო ჰაერის დაბინძურებამ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია.
დღეს საგურამოელები მცხეთის მერიასთან მივიდნენ და თავიანთი მოთხოვნები საჯაროდ გააჟღერეს.
მათი თქმით, ადგილი აქვს ქარხნის ხელმძღვანელობის მხრიდან ადგილი აქვს მუქარას, ე.წ. კაი ბიჭების მიგზავნას და ისინი ასევე პირდაპირ ადებენ ხელს დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძეს და მთელს მცხეთის მერიას და მათ კორიფციულ გარიგებებში ადანაშუალებენ.
"ეს ქარხანა იმ ადამიანის მიწაზეც არ დგას. პლიუს მიტაცებულია სახელმწიფო მიწა, რაც უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. სასწრაფო შეიტანეს საკითხი რეესტრში, რომ მოხდეს ნაკვეთის კონფიგურაცია. წარმოიდგინეთ, ამ უკანონო ქარხანაზე, რაშიც მერია თურმე უწყობს ხელს, ამ პროტესტის ფარგლებში, სარეკომენდაციო წერილებით. აქ უკვე ორი აზრი აღარ არის, რომ ეს არის კორუფციული გეგმა, რომელში მონაწილეობს ბატონი დიმიტრი ხუნდაძე და მთელი მცხეთის მერია, რომლებიც ერთი, ამ უკანონობას აპრავებენ და მეორეს მხრივ, აგულიანებენ ე.წ. კარგ ბიჭებს, რომელიც სახლშ გვივარდებიან და სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებიან". - ამბობს სოფლის მკვიდრი.
ადგილობრივი ქალბატონი ამბობს, რომ ქარხნის ხელმძღვანელი მიუვარდა და როდესაც ის სამი წლის შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა, მაშინ დაემუქრა.
ეს არის კოშმარი. როდესაც ვკითხეთ, რატომ აკეთებთ ამას და რატომ აავადმყოფებთ ადამიანებს, მოგვივარდნენ სახლში, მე ჩემს სამი წლის შვილშვილთან ერთად დამემუქრა ბატონი აფციაური, ამ ქარხნის ხელმძღვანელი და მასთან ერთად იყო ვინმე პარკაული". - ამბობს ადგილობრივი ქალბატონი.