ლაზარეს თავისუფლებისთვის დაგეგმილ აქციამდე 3 საათი რჩება - რუსთაველზე მოსამზადებელი ეტაპი მიმდინარეობს
ლაზარეს თავისუფლებისთვის დაგეგმილ აქციამდე 3 საათი რჩება. ქვეყნის მთავარ გამზირზე ახლა მოსამზადებელი ეტაპი მიდის. დამონტაჟებულია სცენაა და მიიტანეს აპარატურაც.
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ხალხს მოუწოდებს, რომ აქციაზე მივიდნენ, რადგან მისი თქმით, პრინციპული საკითხია რომ საზოგადოების პროტესტი გაგრძელდეს.
მას შავრაზმული რიტორიკით მოუნდომეს, რომ სიძლვილის ობიექტი გაეხადათ. პირდაპირ კავშირიშიც არ არის, რაშიც დებენ ბრალს. ეს აჩვენებს ამ რეჟიმის სახეს და რა თქმა უნდა, ის, რომ ამას შემდეგ მოჰყვა მისი წინასწარი დაკავება, როცა ამის სამართლებრივი აუცილებლობა არ იყო. ამიტომ არის პრინციპული საკითხი ამ ვითარებაში საზოგადეობის პროტესტის გაგრძელება, ამიტომაც მნიშვნელოვანია აქ დღეს ადამიანები მოვიდნენ". - ამბობს გიგა ბოკერია.
ლაზარე გრიგორიადისის საქმე სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. მეორე ინსტანციის სასამართლომ უარი თქვა განეხილა 21 წლის მომიტინგის საქმე და გადაესინჯა პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება.