წყალდიდობა აჭარაში - ადიდებულმა მდინარემ ჩაქვში, დროებითი გზა წაიღო
აჭარაში წყალდიდობაა. ჩაქვში, უხვი ნალექის გამო მდინარე ადიდდა. წყალმა სოფელ ხალას, ჩაისუბნისა და გორგაძეებთან დამაკავშირებელი სპეციალურად მოწყობილი დროებითი გზა წაიღო.
მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ძველი ხიდის დემონტაჟი ოთხი დღის წინ დაიწყო, ამიტომ ხალხს ახლა ალტერნატიული გზების მოძებნა უწევს.
"მოვითხოვით, დროებით გაკეთდეს საფეხმავლო და ავტომობილის გზა" - ამბობს მოსახლეობა.
წყალდიდობის ეპიცენტრში საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ქობულეთის საკრებულოს წარმომადგენლები ჩავიდნენ. ისინი ამბობენ, რომ სამუშაოები დაწყებულია და როგორც კი გამოიდარებს განახლდება.