სისხლიანი გარჩევა გლდანის ციხეში - ექსკლუზიური ვიდეოკადრები

08.04.23 20:12
სისხლიანი გარჩევა გლდანის ციხეში - ექსკლუზიური ვიდეოკადრები

სისხლიანი გარჩევა ციხეში - ექსკლუზიური კადრები "შაბათის ეთერს" რამდენიმე წუთის წინ გამოუგზავნეს. მძიმე დანაშაული 2022 წლის 26 აგვისტოს მოხდა,  კადრების მიხედვით, გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულების E კორპუსში მყოფ მთაწმინდის საძმოს წევრ, თორნიკე კაჭარავას პატიმარი თავს ესხმის და ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობას აყენებს.

აღსანიშნავია, დანაშაული ჩადენილია ცივი იარაღით, რომლის შეტანა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეტანა სასტიკად აკრძალულია. ვიდეო-კადრებით დგინდება, ციხის თანამშრომლების სავარაუდო პასუხიმგებლობის საკითხიც. 

სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ერთ-ერთ პატიმარს, ბადრაგის თანამშრომელი კარს თავად უღებს.  შემდეგ ეს პატიმარი გადაადგილდება E კორპუსში. მალევე უახლოვდება ოთახს, საიდანაც პატიმრები სატელეფონო ზარებს ახდენენ, ცივი იარაღით თავს ესხმის თორნიკე კაჭარავას და სასტიკი მეთოდებით უსწორდება. 

"შაბათის ეთერის" ინფორმახიით დანაშაულის გამო არავინ დასჯილა.