"ლაზარეს თავისუფლებისთვის"- აქცია პარლამენტთან

08.04.23 20:28
"ლაზარეს თავისუფლებისთვის"- აქცია პარლამენტთან

დედაქალაქის მთავარ გამზირზე,  პარლამენტთან, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იქნება მუსიკა, ბევრი სიტყვა, თუმცა არ იქნებიან სიტყვით გამომსვლელები.

აქციის ორგანიზატორები  "ტაბულა" და "ევროპული საქართველო" არიან. 

ლაზარე გრიგორიადისის საქმე სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. მეორე ინსტანციის სასამართლომ უარი თქვა განეხილა 21 წლის მომიტინგის საქმე და გადაესინჯა პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება.