"დანაშაულის ნიშნებს შეიცავს" - გიორგი ბურჯანაძე ციხეში პატიმრის დაჭრაზე

09.04.23 11:31
"დანაშაულის ნიშნებს შეიცავს" - გიორგი ბურჯანაძე ციხეში პატიმრის დაჭრაზე

სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე "ნოდარ მელაძის" შაბათში გასულ სკანდალურ რეპორტაჟში გასულ ფაქტს აფასებს და ამბობს, რომ ის ციხის ადმინისტრაციის მხრიდან დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ბურჯანაძე 2020 წელს გლდანის მე-8 საპატიმროში მოხდარ ინციდენტს იხსენებს, როდესაც პატიმრები თავს ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებს დაესხნენ და პირდაპირ ამბობს, რომ ეს მიზანმიმართულად დაგეგმილი ქმედება იყო. 

კადრები, რომელიც გუშინ თქვენს ეთერში გავრცელდა, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.  ეს არის გავრცელებული მეთოდი, რაც გულისხმობს იმას, რომ დახურულს დაწესებულებებში, განსაკუთრებით მე-8 დაწესებულებაში საქციელდაკარგული პატიმრები,  რომელთაც ადმინისტრაცია იყენებდა იმისთვის, რომ სხვა პატიმრებზე გავლენა მოეხდინათ, 2020 წელს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებზეც რამდენჯერმე, მე-8 დაწესებულებაშიც მათ შორის, მოხდა თავდასხმა. ეს იყო ვერბალური ხასიათის და ეს პატიმრები იმ დროს გადაადგილდებოდნენ მეთვალყურის გარეშე დერეფანში, როდესაც ჩვენი თანამშრომლები ახორციელებდნენ იქ მონიტორინგს, რაც ადასტურებდა და ჩვენთვის ნათელი იყო, რომ ეს სპეციალურად დადგმული იყო, - ამბობს ბურჯანაძე.

"ნოდარ მელაძის შაბათმა" გლდანის მე-8 პენიტენიცურ დაწესებულებაში გადაღებული კადრები მოიპოვა. კადრებში ჩანს ჩანს ბადრაგი, რომელიც, სავარაუდოდ,  ცივი იარაღით შეიარაღებულ  პატიმარს ციხის დერეფნის უსაფრთხოდ გავლაში. ეხმარება, რის შემდეგაც პატიმარი მეორე პატიმარს ათობით ჭრილობას აყენებს.