ციხის ადმინისტრაციამ პატიმარს მეორე პატიმარზე ძალადობის საშუალება მისცა - უჩა ნანუაშვილი

09.04.23 11:35
ციხის ადმინისტრაციამ პატიმარს მეორე პატიმარზე ძალადობის საშუალება მისცა - უჩა ნანუაშვილი

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი უჩა ნანუაშვილი გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმრის მიერ მეორე პატიმრის დაჭრის ფაქტში ციხის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობას ხედავს.

უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ადმინისტრაციამ დროული რეაგირება არ მოახდინა და პატიმარს დანაშალის ცადენის საშუალება მისცა. 

სახეზე ჩანს არაერთი დარღვევა. ის, რო პატიმარი გადაადგილდება თავისუფლად, ბადრაგის გარეშე, ადგილი აქვს გარკვეული ბასრი იარაღის ფლობას. ის რომ ძალადობს პატიმარზე, შეიძლება ითქვას, რომ რეაგირება, პრაქტიკულად, არ ჩანს ადმინისტრაციის მხრიდან. სახეზე გვაქვს რამდენიმე დარღვევა მინიმუმ, რაზეც უნდა მომხდარიყო პირველი წუთიდანვე ადმინისტრაციის მხრიდან რეაგირება. შეიძლება ითქვას, რომ პატიმარს მისცეს შესაძლებლობა ეძალადა სხვა პატიმარზე. წლების განმავლობაში ვსაუბრობთ, რომ პატიმრებს შორის ძალადობა, არის სერიოზული პრობლემა, - ამბობს ნანუაშვილი. 

"ნოდარ მელაძის შაბათმა" გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაღებული კადრები მოიპოვა. კადრებში ჩანს ჩანს ბადრაგი, რომელიც, სავარაუდოდ,  ცივი იარაღით შეიარაღებულ  პატიმარს ციხის დერეფნის უსაფრთხოდ გავლაში. ეხმარება, რის შემდეგაც პატიმარი მეორე პატიმარს ათობით ჭრილობას აყენებს.