რატომ ვაბედინებთ ვიღაცას, მენტორულად გველაპარაკოს? - მეუფე იაკობი თავს ისევ დასავლეთს ესხმის

09.04.23 15:45
რატომ ვაბედინებთ ვიღაცას, მენტორულად გველაპარაკოს? - მეუფე იაკობი თავს ისევ დასავლეთს ესხმის

მეუფე იაკობი  თავს ისევ ევროპას და ამერიკას ესხმის და ამბობს, რომ სტრატეგიული პარტნიორების აზრი ქვეყნისთვის საინტერესო არ არის. ამის შესახებ მან საკვირაო წირვის შემდეგ თქვა.

სასულიერო პირის თქმით, ქართველებმა ხელისუფლების კრიტიკის უფლება არავის უნდა მისცენ. 

წარამარა გავიხედავთ, რომ უცხოეთიდან რას გვეტყვიან. იმათ უცხოეთში რა ესმით ის, რაც ჩვენ ერს გამოვლილი აქვს. ჩვენ რატომ გვავიწყდება ვინ ვართ? ვისი გვარისანი ვართ? სულ არ მაინტერესებს რუსი რას იტყვის, ამერიკელი რას იტყვის, ჩინელი რას იტყვის, თურქი და ირანელი... დღეს რა არის, რომ ვკეკლუცობთ ვიღაცების წინაშე? ზოგს რუსზე უნდა ჩაგვაბაროს, ზოგს ევროპაზე, ზოგს იმაზე, ზოგს ამაზე... როგორ ვაბედინებთ ვიღაცას, რომ მენტორულად გველაპარაკოს? რომელია ისეთ ერი დღეს მსოფლიოში, იმის უფლებას ვაძლევდეთ. რომელი ცხოვრობს წესიერად? არავის არ ვურჩევთ ჩვენთან თამაშს. ეს ჩვენებს ეხებათ, გარე ხალხს არ ველაპარაკები, ვნც ეკლესიის წინააღმდეგ არის და ვითომ ქართველები და ვითომ პატრიოტები რომ არიან. ჩვენ შეგვიძლია ყველას ადგლი მივუჩინოთ, - თქვა მეუფე იაკობმა.