ჯამლეტ ხუხაშვილი დაკრძალეს
ჯამლეტ ხუხაშვილი დაკრძალეს. ჟურნალისტი, კომენტატორი და ვეტერანი სპორტსმენი სიმბოლურად სპორტის სასახლიდან გამოასვენეს, სადაც ოჯახისთვის სამძიმრის სათქმელად უამრავი ადამიანი იყო მისული.
ხუხაშვილის ახლობლებს თანანდგომა გამოუცხადეს პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ და თბილისის მერმა.
ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა.