ქიმიური იარაღით და ტყვიით დარბეული ხალხი - 9 აპრილის სისხლიანი ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა
ქიმიური იარაღით, მხუთავი გაზით, ტანკებით, ტყვიით და რკინის ნიჩბებით დარბეული ხალხი - ყველაზე სისხლიანი და შემზარავი ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. რუსთაველზე მოქალაქეებმა დღესაც წითელი ტიტები მიიტანეს. ისმოდა უსინათლო ქალის ნამღერი. იხსენებდნენ დაღუპულებს. ლოცუობდნენ იმ 21 გმირზე, ვინც საქართველოს დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენას სიცოცხლეეე შეეწირა.
როდიონოვის დესანტი ჯავშანტრანსპორტიორებით 1989 წლის 9 აპრილსს თბილისის ცენტრში, გამთენიისას ოთხ საათზე გამოჩნდა. მასობრივი ძალადობის შემდეგ ათასობით ადამიანი დაიჭრა, დაშავდა, მოიწამლა. 16 ადამიანი ადგილზე ასფიქსიიით გარდაიცვალა 4 საავადმყოფოში. ერთი გია ქარსელაძე იყო.ის ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.